
13. პროგრამები
თქვენი ტელეფონის პროგრამულ უზრუნველყოფას შეიძლება ახლდეს Nokia-ს
ტელეფონებისთვის შექმნილი თამაშები და Java პროგრამები.
აირჩიეთ მენიუ > პროგ-ები.
თამაშის ან პროგრამის ასარჩევად აირჩიეთ თამაშები ან კოლექცია. თამაშის ან
პროგრამის გადასახვევად აირჩიეთ გახსნა.
თამაშის ან პროგრამის დასაინსტალირებლად მეხსიერების შესამოწმებლად
აირჩიეთ ოფცია > მეხს სტატუსი.
თამაშის ან პროგრამის ჩამოსატვირთად აირჩიეთ ოფცია > ჩამოტვირთვ. >
თამაშ ჩამოტვ ან ჩამოტვირთვა. თქვენი ტელეფონით გამოიყენებთ J2ME™ Java
პროგრამებს. ჩამოტვირთვამდე დარწმუნდით, რომ პროგრამის გამოყენება
შეგიძლიათ თქვენი ტელეფონით.
მნიშვნელოვანია: მხოლოდ ის პროგრამები და სხვა პროგრამული
უზრუნველყოფა გამოიყენეთ და დააინსტალირეთ, რომლებიც მიღებულია
სანდო წყაროდან, მაგალითად, ისეთი პროგრამები, რომელთაც გაიარეს Symbian
Signed ან Java Verified™ ტესტირება.
ჩამოტვირთული პროგრამის შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ გალერეა, თუ
არ გსურთ გამოიყენოთ პროგ-ები.